Friday, January 22, 2016

მონაცემთა სტრუქტურები



სტრუქტურული ტიპის მონაცემები გამოიყენება, როდესაც გვინდა ერთი სახელის ქვეშ განსხვავებული მონაცემების გაერთიანება. სტრუქტურის სინტაქსი ასეთია:
struct structure_name

{

    data_type member1;

    data_type member2;

    .

    .

    data_type memeber;

};
მაგალითად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პიროვნების სტრუქტურა, შემდეგი ველებით: სახელი, ხელფასი
struct person
{
    char name[50];
    float salary;
};
ამ სტრუქტურის შესაბამისი ცვლადები შეიძლება აღვწეროთ main()-ში:
struct person p1, p2, p[20];
ან გამოვაცხადოთ ეს ცვლადები თვითონ სტრუქტურის აღწერისას:
struct person
{
    char name[50];
    float salary;
} p1, p2, p[20];
ამოცანა: მოცემულია წერტილი კოორდინატებით x და y, შეადგინეთ წერტილის სტრუქტურა და იპოვეთ მანძილი კოორდინატთა სათავიდან ამ A(x,y) წერტილამდე


ამოხსნა:

#include <conio.h>
#include <stdio.h>
#include <math.h>
 struct point_t {
    int x;
    int y;
};
 int main() {
    struct point_t A;
    float distance;
     A.x = 10;
    A.y = 20;
     distance = sqrt((float) (A.x*A.x + A.y*A.y));
     printf("distance = %.3f", distance);
    getch();
}

No comments:

Post a Comment